ჯეინ ფონდამ აღიარა რომ ბავშობაში სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყო
ტაბლოიდი

ჯეინ ფონდა
მსახიობმა და ფემინისტთა აქტივისტმა ჯეინ ფონდამ, net-a-porter-თან ინტერვიუს დროს აქამდე უცნობი ამბავი გაამხილა და თქვა, რომ ბავშვობაში სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყო.
"ბავშვი ვიყავი როდესაც გამაუპატიურეს და საზოგადოების მსგავსი თემებისადმი დამოკიდებულების გამო, ეს ყოველთვის ჩემი ბრალი მეგონა", - თქვა ინტერვიუს დროს 79 წლის ფონდამ. გარდა ამისა, მან სამსახურის უფროსის მხრიდან შევიწროებაზეც ილაპარაკა, რომელმაც სამსახურიდან დაითხოვა, იმის გამო, რომ ფონდამ, მასთან დაწოლზე უარი თქვა. - "უნდა ვილაპარაკოთ ამ თემებზე მსახიობებმა, მწერლებმა, მხატვრებმა. მსგავსი ტკივილის დამალვა არ ღირს".
ჯეინ ფონდა ორი ოსკარის მფლობელი ამერიკელი მსახიობი, მწერალი და პოლიტიკური აქტივისტია. ის ცნობილია ვიეტნამისა და ერაყის ომის საწინააღმდეგო კამპანიებში მონაწილეობით, ასევე ბირთვულ შეიარაღებასთან ბრძოლით.





