imedi
ნატალი პორტმანს გოგო შეეძინა
ტაბლოიდი

ბენჟამენ მილიპიე ნატალი პორტმანი
35 წლის ამერიკელ მსახიობს ნატალი პორტმანს მეორე შვილი, გოგო შეეძინა, - წერს ჟურნალი People მსახიობის ოფიციალურ წარმომადგენელზე დაყრდნობით.
ნატალი პორტმანი და მისი მეუღლე ბენჟამენ მილიპიე ბედნიერები არიან 22 თებერვალს პატარა ამალია მილიპიეს დაბადებით. დედა და ბავშვი ბედნიერები და ჯანმრთელები არიან, - განაცხადა მან ჟურნალთან კომენტარში.
ეს პორტმანის და მილიპიეს მეორე შვილია. მსახიობმა 2011 წელს პირველი ვაჟი, ალეფი გააჩინა.
პორტმანმა და მილიპიემ ერთმანეთი დარენ არონოფსკის ფილმის "შავი გედის" გადაღებებზე გაიცვნეს, რომელშიც პორტმანი ბალერინას თამაშობდა, მილიპიე კი სცნებს დგამდა. ამ როლისთვის მსახიობმა პირველი "ოსკარი" მიიღო.





