03 მარტი 2017, 21:44
ია შათირიშვილი
ბრედ პიტმა ჯენიფერ ენისტონთან ურთიერთობა აღადგინა
ტაბლოიდი

ჯენიფერ ენისტონი ბრედ პიტი
გაზიარება
ანჯელინა ჯოლისთან განქორწინების შემდეგ ბრედ პიტმა ყოფილ მეუღლესთან, ჯენიფერ ენისტონთან ურთიერთობა აღადგინა. ცნობა ამის შესახებ ჟურნალ People-მა გაავრცელა.
გამოცემა წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ პიტი და ენისტონი ხშირად ეკონტაქტებიან ერთმანეთს სატელეფონო შეტყობინებებით და მეგობრულ ურთიერთობას ინარჩუნებენ.
ბრედ პიტი და ჯენიფერ ენისტონი 2005 წელს დაშორდნენ, როცა ფილმ „მისტერ და მისის სმიტების“ გადაღების შემდეგ, პიტი-ჯოლის რომანზე ალაპარაკდნენ. მაშინ მედია აქტიურად წერდა ენისტონის დეპრესიის შესახებ.





