კუპრავას თანამებრძოლმა განმარტა, რას ნიშნავს „კაა“
ტაბლოიდი

ზვიად კუპრავას თანამებრძოლი, ლაშა ცუცქირიძე Facebook- ზე განმარტავს, რას ნიშნავს „კაა“, რომელიც მან გვიან საღამოს, რუსთაველზე, აქციის მსვლელობისას დაიძახა.
„თუ გაინტერესებთ, რას ნიშნავდა ჩემი „კაა“ გაგახსენებთ მულტფილმს, სადაც „კაა“ არის მახჩობელა გველი პითონი, არ ამოძვრა სოროდან მაგრამ მოუწევს. ივანიშვილი არის მახჩობელა“ - დაწერა ცუცქირიძემ.
გვიან საღამოს აქციის მიმდინარეობისას კუპრავა შეკრებილებს მიმართავდა და აცხადებდა, რომ აქცია არ შეწყდებოდა არავითარ შემთხვევაში და მარტოც წაიყვანდა მას. ამ დროს მის გვერდით მდგომმა უცნობმა ცუცქირიძემ შემართებით დაიყვირა: „კააა“. კუპრავამ მომიტინგეებს ის თავის თანამებრძოლად წარუდგინა: „აი ეს არის ჩემი ძმა, ვინც იქნება ჩემ გვერდით“.
უცნაური შეძახილის მნიშვნელობა ვერავინ გაიგო.






