03 მარტი 2017, 15:21
ია შათირიშვილი
კუბაზე სიგარის მე-19 ფესტივალი ტარდება
ტაბლოიდი
კუბა
გაზიარება
კუბაზე სიგარის მე-19 ფესტივალი ტარდება. მასში 50 ქვეყნიდან სიგარის 200 ათასამდე მწარმოებელი მონაწილეობს. სანახაობას ჰავანის ყრილობათა სასახლე მასპინძლობს.
საგანგებოდ მოწყობილ პავილიონში დამთვალიერებლის წინ სიგარას ხელით ამზადებენ, იქვეა გამოფენილი ეგრეთ წოდებული ჰიუმიდორები ანუ სიგარის შესანახი ხელნაკეთი ყუთები.
ფესტივალის ორგანიზატორი კუბური სიგარის სახელმწიფო მწარმოებელი კორპორაცია "ჰაბანოსია" (Habanos S.A). ფესტივალიდან შემოსული თანხა, ტრადიციულად, კუბის ჯანდაცვის სისტემას მოხმარდება.





