imedi
ტურისტული ქვეყნები, სადაც წყვილები ყველაზე ხშირად შორდებიან
ტაბლოიდი

მექსიკა
Daily Mail-ის ცნობით, ნომერ პირველ „ურთიერთობის დამანგრეველ“ ქვეყნად მექსიკა დასახელდა. ამ დასკვნამდე ბრიტანული ტურისტული ფირმა Sunshine-ი, 2 ათასი წყვილის გამოკითხვის შემდეგ მივიდა.
გამოკითხულთა 21%-მა განაცხადა, რომ შეყვარებულს, მექსიკაში მოგზაურობის შემდეგ დაშორდა. ხუთეულში, მეორე ადგილი ესპანურმა კუნძულმა იბიცამ 17%-ით დაიკავა. მესამე ადგილზეა პორტუგალია, მეოთხე პოზიცია ერგო აფრიკულ ქვეყანა კაბო-ვერდეს, ხოლო მეხუთეზე კანარის ერთ-ერთი კუნძული ლანსაროტია.
გარდა ამისა, ტურისტულმა კომპანიამ საპირისპირო კვლევაც ჩაატარა და დაადგინა, რომელ ქვეყნებში მოგზაურობის შემდეგ შეძლეს წყვილებმა ურთიერთობის შენარჩუნება. ლიდერობს ესპანური კუნძული ტენერიფი. როგორც აღმოჩნდა, იქ გამგზავრების შემდეგ, 18%-მა უფრო მეტად გაამყარა თავისი სასიყვარულო ურთიერთობა.
მეორე ადგილზეა იტალია 15%-ით, შემდეგ კვიპროსი 13%-ით და ბოლოზე - ესპანეთის კუნძული მალიორკა.





