ამერიკაში რობერტ კენედის შვილიშვილი დააკავეს
ტაბლოიდი

ჯონ კონორ კენედი
ამერიკაში, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმის შვილიშვილი დააკავეს. 22 წლის ჯონ კონორ კენედი ყოფილი სენატორის რობერტ კენედის შვილიშვილია. პოლიციამ ის კოლორადოს შტატში, ქალაქ ასპენის ერთ-ერთ ბართან ჩხუბის გამო დააკავა. ცნობას Fox News ავრცელებს.
მას ბრალად ედება ხულიგნობა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა. კენედების ოჯახს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. საქმეზე სასამართლო მოსმენა 22 თებერვალსაა დანიშნული.
ჯონ კონორ კენედის ბაბუა აშშ-ის ყოფილი გენერალური პროკურორი და სენატორი რობერტ კენედი საპრეზიდენტო კამპანიის დროს ლოს-ანჯელესში 1968 წლის 6 ივნისს მოკლეს. მკვლელობაში ბრალი დასდეს 24 წლის პალესტინელ ემიგრანტს სირჰან სირჰანს. მას სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს, მაგრამ მოგვიანებით სასჯელი სამუდამო პატიმრობით შეეცვალა. 2016 წლის 11 თებერვალს სირჰანს სასამართლომ მეთხუთმეტედ უთხრა უარი ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე.





