29 ნოემბერი 2026, 17:23
მიუნხენში „ჰარი პოტერის“ სამყაროს თემატიკის საშობაო ბაზრობა გაიხსნა
ტაბლოიდი

ფოტო: Facebook
გაზიარება
მიუნხენში „ჰარი პოტერის“ თემატიკის საშობაო ბაზრობა გაიხსნა. ღონისძიება ახალი სერიალის პრემიერამდე რამდენიმე კვირით ადრე დაიწყო. HBO მიუნხენის ერთ-ერთ ყველაზე ხალხმრავალ სადღესასწაულო ღონისძიებას სერიალის პოპულარიზაციისთვის იყენებს.
ჰარი პოტერს სერიალში დომინიკ მაკლაფლინი ითამაშებს, მის მეგობრებს - რონსა და ჰერმიონს კი, ალასტარ სტაუტი და არაბელა სტენტონი. პირველი სეზონი, რომელსაც ისეთივე სახელწოდება აქვს, როგორიც წიგნს, 8 ეპიზოდისგან შედგება. სერიალს ტელეარხ HBO-სა და სტრიმინგ პლატფორმა HBO Max-ზე აჩვენებენ.





