ჩინეთში ძაღლმა გალიიდან გაქცევამდე სხვა ძაღლებიც გაათავისუფლა
ტაბლოიდი
ჩინეთის პროვინცია შანსუს ვეტერინარულ კლინიკაში, ციმბირული ჰასკის ჯიშის ძაღლმა თავისი გალია გატეხა, მაგრამ სანამ გაიქცეოდა, სხვა ძაღლებიც გაათავისუფლა. ამის შესახებ გამოცემა Daily Mirror-ი იტყობინება.
როგორც სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა, ჰასკიმ შეძლო გალიის საკეტის მოხსნა, მაგრამ ოთახის დატოვება კოდირებული კარების გამო ვერ მოახერხა. ამის შემდეგ, გვერდზე გასწია კატების გალია და გაითავისუფლა გზა სხვა ძაღლებისკენ.
„აქ უკვე 7 წელია ვმუშაობ, მაგრამ არასდროს მსგავსი არ მომხდარა“, - განაცხადა კლინიკის დირექტორმა.
ცხოველებმა შენობიდან გაქცევა მაინც ვერ მოახერხეს, "დამნაშავე" ჰასკი კი უფრო სქელ გალიაში გადაიყვანეს.





