19 მარტი 2018, 15:12
საგურამოში კაცმა საკუთარის ნაცვლად შეცდომით სხვისი სახლი გაარემონტა
ტაბლოიდი

ფოტო: Facebook@Vaso Gabunia
გაზიარება
ბიოლოგ ვასო გაბუნიას და მის ოჯახს, რომელსაც ბურიანში აქვს მიწა, ადგილზე ჩასულს ღობე, კარ-ფანჯარა, გადახურვა, მოსწორებული მიწა და კომუნიკაციები სახლამდე მიყვანილი დახვდა.
"ეს ადგილი ახალი წესით უნდა გაგვეტარებინა რეესტრში, ამიტომ ცოტა შევშინდით.
საბოლოოდ, აღმოჩნდა რომ კაცმა იყიდა მიწა პარალელურ ქუჩაზე, შეეშალათ და ჩვენი აჩვენეს" - ამბობს სახლის მეპატრონე.
საგურამაში მომხდარი ისტორია სოცქსელში პოპულარული გახდა.





