07 მარტი 2018, 14:30
კესარია აბრამიძე მის ტრანს მსოფლიოზე საქართველოს წარადგენს
ტაბლოიდი

კესარია აბრამიძე
ფოტო: facebook
გაზიარება
ტრანსგენდერი კესარია აბრამიძე მის ტრანს მსოფლიოს სილამაზის კონკურსში მიიღებს მონაწილეობას და საქართველოს წარადგენს. ამის შესახებ კესარიამ თავად დაწერა სოციალურ ქსელში:
"წარმატებით გავიარე კასტინგი. მოსალოცი წერილი მომივიდა, ოფიციალური წარმომადგენელი ვარ საქართველოს სახელით მის მსოფლიოზე", - წერს კესარია აბრამიძე.
სილამაზის კონკურსი ბარსელონაში ჩატარდება.





