10 დეკემბერი 2017, 13:29
Fox News-ის ყოფილმა წამყვანმა დონალდ ტრამპი დაადანაშაულა
ტაბლოიდი
გაზიარება
ამერიკული ტელეკომპანია Fox News-ის ყოფილმა წამყვანმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დაადანაშაულა. კერძოდ, ჟულიეტ ჰადის თქმით, თეთრი სახლის ლიდერმა მისი კოცნა ლიფტში სცადა. ამის შესახებ Telegraph-ი წერს.
როგორც ყოფილი ტელეწამყვანი აცხადებს, მისთვის ტრამპის ქმედება შეურაცხმყოფელი არ ყოფილა, თუმცა, ნამდვილად გაკვირვებული დარჩა.
ჟულიეტ ჰადის თქმით, უხერხული შემთხვევა დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტებამდე, 2005 ან 2006 წელს მოხდა. აღსანიშნავია, რომ დონალდ ტრამპმა მელანია ტრამპი 2005 წლის იანვარში შეირთო ცოლად.





