24 იანვარი 2017, 14:02
პაატა კუპატაძე
მელ გიბსონს მეცხრე შვილი შეეძინა
ტაბლოიდი

მელ გიბსონო
გაზიარება
მელ გიბსონი კიდევ ერთხელ გახდა მამა, - ამ ინფორმაციას გამოცემა People ავრცელებს.
61 წლის მსახიობს მეცხრე ბავშვი შეეძინა. ახალშობილს ლარს ჯერარდი დაარქვეს. ბავშვის დედა 25 წლის მწერალი როზალინდა როსია, რომელთანაც გიბსონს ორწლიანი რომანი აკავშირებს, თუმცა წყვილი ოფიციალურად არ დაქორწინებულა.
წინა ქორწინებებიდან გიბსონს 6 ვაჟი და 2 ქალიშვილი ჰყავს. მისი 7 ბავშვის დედა პირველი ცოლი რობინ მურია, მე-8 ბავშვი კი გიბსონს მსახიობ ოქსანა გრიგორიევასთან ჰყავს. გრიგორიევა გიბსონს 2010 წელს დაშორდა. მსახიობი მან ოჯახურ ძალადობაში დაადანაშაულა.





