19 ოქტომბერი 2021, 15:42
Telemundo „ფარული ვნების“ ახალ სეზონს იწყებს. ნახეთ სერიალის პირველი თიზერი
ტაბლოიდი

ფოტო: Telemundo
გაზიარება
თითქმის 20-წლიანი პაუზის შემდეგ, 2022 წელს, Telemundo პოპულარული სერიალის - „ფარული ვნების“ ახალ სეზონს იწყებს.
სერიალის პირველი თიზერი Telemundo-მ Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა.
როგორც ვიდეოს აღწერაშია მითითებული, მაყურებელი სერიალში, წინა სეზონის მსახიობებთან ერთად, ახალ სახეებსაც იხილავს.
წლების წინ, ქართველ მაყურებელს სერიალი ტელეკომპანია „იმედმა“ შესთავაზა.





