10 აპრილი 2020, 00:55
ჯორჯიის ცარიელ აკვარიუმში კნუტებმაც გაისეირნეს. ვიდეო 🐈🐈🐈
ტაბლოიდი

ფოტო: Instagram
გაზიარება
აშშ-ში, კორონავირუსის გამო დახურული ჯორჯიის აკვარიუმი ცხოველებისთვის ექსკურსიების მოწყობას განაგრძობს. ამჯერად მას ადგილობრივი თავშესაფრის ბინადარი კნუტები ესტუმრნენ.
ნემომ, დორიმ, გუპიმ, მარლინნა და ბაბლზმა ოკეანეს ბინადრები გაიცნეს. მათ განსაკუთრებული ყურადღება მედუზებმა მიიპყრეს. კნუტება მათთან თამაშიც სცადეს, მაგრამ აკვარიუმის შუშამ ამის საშუალება არ მისცათ. ამის მიუხედავად, თავშესაფრის თანამშრომლები ირწმუნებიან, რომ კნუტებმა დრო მშვენივრად გაატარეს.
მანამდე ჯორჯიის აკვარიუმი პინგვინებმა და ლეკვებმა დაათვალიერეს.





