დებმა ბუშებმა დებ ობამებს წერილი მისწერეს
ტაბლოიდი

ბარბარა და ჯენა ბუშები
აშშ-ის 43-ე პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის ქალიშვილებმა, ბარბარა და ჯენა ბუშებმა ბარაქ ობამას ქალიშვილებს, მალიას და საშას წერილი მისწერეს, სადაც რჩევებს აძლევენ, თუ როგორ უნდა იცხოვრონ თეთრი სახლიდან წასვლის შემდეგ. ამის შესახებ Time წერს.
„თქვენ შემოდიხართ ყოფილი პრეზიდენტების შვილების კლუბში“, - ნათქვამია წერილში.
წერილში ბუშები ასევე მოუწოდებენ ობამებს, არ დაივიწყონ ის ხალხი, ვინც თეთრ სახლში მსახურობს, კონკრეტულად კი ფლორისტი ნენსი. ასევე ურჩევენ საშას და მალიას აშშ-ის საიდუმლო სამსახურის სააგენტოსთან კონტაქტი იქონიონ.
„ჩვენ ვინარჩუნებთ კონტაქტს საიდუმლო სამსახურთან. ჩვენ ამ ხალხის თვალწინ გავიზარდეთ. ვიცით, რომ ეს არ არის ადვილი. ისინი ჩვენს ყველა ნაბიჯს უთვალთვალებდნენ, მაგრამ ამასთან არ დაგავიწყდეთ, რომ ეს ადამიანები ჩვენს გამო სიცოცხლეს საფრთხეში იგდებნენ“, - წერენ ბარბარა და ჯენა ბუშები.
20 იანვარს, როდესაც აშშ-ის ახლადარჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაცია გაიმართება, ბარაკ ობამა და მისი ოჯახი თეთრ სახლს დატოვებენ.





