მაიამის არტ გალერეაში კედელზე მიკრული ბანანი $120 ათასად გაიყიდა
ტაბლოიდი

ფოტო: Instagram
მაიამიში თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში კედელზე მიკრული ბანანის ნამუშევარი 120 ათას დოლარად გაიყიდა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
არტვაჭრობის შესახებ ვებგვერდ Artnet-ის ინფორმაციით, ორი ასეთი ნიმუშიც უკვე გაყიდულია.
კედელზე მიკრული ბანანის ავტორი იტალიელი მაურიციო კატელანია და მისი ნამუშევრები პარიზში დაფუძნებული თანამედროვე ხელოვნების არტგალერეა Perrotin-მა წარადგინა.
არტნამუშევრის სახელწოდებაა "კომიკოსი" და მისი მთავარი შემადგენელი კომპონენტები ხელოვანმა მაიამიში პროდუქტების მაღაზიაში იყიდა.
არტ გალერეა Perrotin-ის დამფუძნებლის, ემანუელ პეროტინის განცხადებით, ბანანი არის "გლობალური ვაჭრობის სიმბოლო, ორმაგი აზრით, ასევე იუმორის კლასიკური იუმორის საშუალება".
CNN-ის ცნობით, უნდა აღინიშნოს, რომ პოტენციურმა მყიდველებმა არ იციან რა ქნან, თუ ბანანი გაფუჭდება.





