24 ოქტომბერი 2019, 15:51
მექსიკაში ჯამბაზების ფესტივალი იმართება
ტაბლოიდი

ფოტო: shutterstock.com
გაზიარება
მეხიკო ჯამბაზების ფესტივალს მასპინძლობს. ასობით კლოუნი მექსიკის დედაქალაქში „ჯამბაზების საერთაშორისო კონვენციის“ შექმნის 24-ე წლისთავის აღსანიშნავად შეიკრიბა.
კონვენცია, რომელიც მსოფლიოში „სიცილის ბაზრობის“ სახელითაა ცნობილი, შეერთებულ შტატებს, მექსიკას, ნიკარაგუას, პერუს, კოსტა-რიკასა და კიდევ რამდენიმე ქვეყანას აერთიანებს. ოთხდღიანი ფესტივალის ფარგლებში, ჯამბაზებისთვის სემინარები და მასტერკლასები იგეგმება.





