ყოფილი ქმრისთვის რომ არ გაეყო, კოლუმბიელმა ქალმა 9 ათასი დოლარი შეჭამა
ტაბლოიდი

კოლუმბიელმა ქალმა 9 ათასი დოლარი, ასიანი კუპიურებით, იმის გამო შეჭამა, რომ არ უნდოდა გაეყო ყოფილი ქმრისთვის, რომელთანაც სამოქალაქო ქორწინებაში იმყოფებოდა. ინფორმაციას სანტანდერის პროკურატურაზე დაყრდნობით ადგილობრივი მედია ავრცელებს.
პროკურატურის ცნობით, 28 წლის ქალი განქორწინების შემდეგ საცხოვრებლად პანამაში აპირებდა გადასვლას. დანაზოგი, რომელიც მან ყოფილ პარტნიორთან თანაცხოვრების დროს მოაგროვა, კანონით მისთვის უნდა გაეყო. სწორედ ამან გადააწყვეტინა ამ თანხის შეჭმა.
შედეგად ქალი საავადმყოფოში მოხვდა, სადაც ექიმებმა მას ამოუღეს კუპიურები. პაციენტი ჩიოდა, რომ მხოლოდ 5,7 ათასი დოლარი გადარჩა, დანარჩენი კი კუჭში მოხვდა და “გაფუჭდა“.
სამართალდამცველებს მასთან პრეტენზია არ გამოუთქვამთ, რადგან თანხა კანონიერი გზით იყო მოპოვებული ყოფილი წყვილის მიერ სხვადასხვა აქტივის გაყიდვის შედეგად.





