პრინცი ჰარის და მეგან მარკლის კერძო თვითმფრინავით საფრანგეთში მგზავრობა ელტონ ჯონმა დააფინანსა
ტაბლოიდი

პრინცი ჰარი, ელტონ ჯონი
ფოტო: Twitter
ბრიტანელმა მომღერალმა ელტონ ჯონმა Instagram-ზე განაცხადა, რომ პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის საფრანგეთში მგზავრობა თვითონ დააფინანსა.
მომღერალი სამეფო წყვილის მიმართ ბრიტანული პრესის კრიტიკას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ კერძო თვითმფრინავი სამეფო ოჯახის უსაფრთხოებისთვის გამოყო და რეისის დროს გამოყოფილი მავნე ნივთიერებების შესამცირებლად შესაბამისი წვლილი გარემოს დაცვისთვის უკვე შეიტანა.
" პრინცი ჰარის დედა, პრინცესა დიანა ჩემი ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი მეგობარი იყო. მე ვგრძნობ ვალდებულებას დავიცვა პრინცი ჰარი და მისი ოჯახი პრესის არასაჭირო ჩარევისგან, რამაც თავისი როლი შეასრულა პრინცესა დიანას გარდაცვალებაში.
ერთწლიანი დაუღალავი შრომისა და ქველმოქმედებისადმი ერთგულების გამო, მე და დევიდს გვინდოდა ახალგაზრდა ოჯახისთვის ჩვენს უსაფრთხო და მშვიდ სახლში დასვენება მოგვეწყო. მაღალი დონის უსაფრთხოების გამო ჩვენ მათთვის კერძო თვითმფრინავი უზრუნველვყავით. პრინცი ჰარის გარემოს დაცვისადმი ერთგულების მხარდასაჭერად, შესაბამისი წვლილი შევიტანეთ გარემოს დაცვაში", - აღნიშნულია განცხადებაში.
პრინცი ჰარი, მეგან მარკლი და პრინცი არჩი საფრანგეთში დასასვენებლად რამდენიმე დღის წინ გაფრინდნენ. ამან ბრიტანული საზოგადოების უკმაყოფილება გამოიწვია, რადგან კერძო რეისების შესრულებისას ჰაერში გაცილებით მეტი მავნე გაზი გამოიყოფა, ჰარი და მეგანი კი ხშირად უსვამენ ხაზს გარემოს დაცვის აუცილებლობას. სამეფო ოჯახის კერძო თვითმფრინავით მგზავრობა, სავარაუდოდ, £20,000 ფუნტი დაჯდა.





