imedi
69 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ ცოლ-ქმარი ხელი-ხელ ჩაკიდებულები გარდაიცვალნენ
ტაბლოიდი

69 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ ვატკინების წყვილი ჩიკაგოდან, 40 წუთის შუალედით ხელი-ხელ ჩაკიდებულები გარდაიცვალნენ. ინფორმაციას AP ავრცელებს.
როგორც გარდაცვლილი ტერეზა და ისააკ ვატკინების ქალიშვილი ჰყვება, ჯერ დედამისი, 89 წლის ტერეზა ვატკინი გარდაიცვალა, 91 წლის ისააკმა სუნთქვა მას შემდეგ შეწყვიტა, როცა ნათესავებმა მისი და უკვე გარდაცვლილი მეუღლის ხელები განაცალკავეს. მშობლების გასვენებაში ქალიშვილმა გამოსათხოვარ სიტყვაში თქვა, რომ „მის მშობლებს ისე ძლიერ უყვარდათ ერთმანეთი, რომ მათი დაშორება სიკვდილმაც ვერ შეძლო“.
მსგავსი შემთხვევა 3 აპრილს ბრიტანეთშიც მოხდა. 91 წლის ქალი, თავისი მეუღლის შემდეგ, რომელთანაც 70 წელი იცხოვრა, 4 წუთში გარდაიცვალა.





