imedi
უზბეკმა ტრაქტორისტმა ექიმობა დაიბრალა და ნახევარი მილიონი დოლარი იშოვა
ტაბლოიდი

უზბეკეთში ტრაქტორისტს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა იმისთვის მიუსაჯეს, რომ მან ექიმობა დაიბრალა და ამ გზით თითქმის ნახევარი მილიონი აშშ დოლარი გამოიმუშავა. ამბავს Sputnik გადმოცემს.
ტრაქტორისტი ბუხარას ოლქის ერთ-ერთ სოფელში, ნათესავებთან ერთად სამედიცინო მომსახურებას გასული წლის აპრილიდან ეწეოდა. ამისათვის მან ფსიქოლოგთა საერთაშორისო ასოციაციის წევრობის ყალბი მოწმობა და სახალხო მკურნალის მოწმობაც იშოვა, რომელიც თითქოსდა ყაზახეთის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ იყო გაცემული..
გამოძიებამ დაადგინა, რომ ტრაქტორისტის მიერ უკანონო გზით მიღებულმა შემოსავალმა 500 ათასი დოლარი შეადგინა. სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა თვითმარქვია ექიმის ოჯახის წევრებსაც დაეკისრათ.





