26 აპრილი 2017, 22:37
ინტერვიუს ჩამშლელ ბავშვებზე ანიმაციური ვიდეო შექმნეს
ტაბლოიდი
გაზიარება
Mina & Jack Hans studio-მ პროფესორ რობერტ კელის ბავშვებზე ანიმაციური ვიდეო შექმნა. პროფესორს BBC-ის პირდაპირ ეთერში ჩართვის დროს ოთახში 2 მცირეწლოვანი შვილი "შეუვარდა". რესპონდენტი დაიბნა, წამყვანი კი, გახალისდა. უხერხული სიტუაცია ოთახში ქალის "შევარდნამ" გამოასწორა, რომელმაც ბავშვები ოთახიდან გაიყვანა.





