მედია: ლედი გაგა ბრედლი კუპერისგან ბავშვს ელოდება
ტაბლოიდი

ლედი გაგა და ბრედლი კუპერი
ფოტო: facebook
ამერიკული ყვითელი პრესის ცნობით, ლედი გაგა ბრედლი კუპერისგან ბავშვს ელოდება. ამ საკითხზე საუბარი ლედი გაგამ არ ისურვა. ამის შესახებ Latin Times-ი წერს.
მომღერალმა ინფორმაცია არც უარყო და არც დაადასტურა. მუსიკოსი ამტკიცებს, რომ ის და კუპერი მხოლოდ მეგობრები არიან. ერთ-ერთ ინტერვიუში კი თქვა, რომ როდესაც ბრედლი კუპერი მის სახლში პირველად მივიდა, მათ ორივემ თვალები დახუჭეს და ერთმანეთთან ძლიერი კავშირი იგრძნეს.
ბრედლი კუპერსა და რუს მოდელ ირინა შეიკს რომანი 4 წლის განმავლობაში ჰქონდათ. თუმცა დაშორდნენ. 33 წლის შეიკსა და 44 წლის კუპერს 2 წლის ქალიშვილი ჰყავთ.
შეიკისა და კუპერის ურთიერთობა 2015 წლის აპრილში დაიწყო. გასულ წელს ბრედლი კუპერისა და მომღერალ ლედი გაგას ერთობლივი ფილმის „ვარსკვლავის დაბადების“ გამოსვლის შემდეგ ტაბლოიდები წერდნენ, რომ კუპერი შეიკს ლედი გაგასთან ღალატობს.
ტაბლოიდების მიხედვით, ლედი გაგა მზადაა მარტოდარჩენილი კუპერი ანუგეშოს. მითუმეტეს, რომ ფილმის გამოსვლიდან მალევე, ლედი გაგამ თავისი ქორწილიც ჩაშალა.





