imedi
მსოფლიოს ყველაზე დიდი კურდღელი თვითმფრინავით მგზავრობისას გარდაიცვალა
ტაბლოიდი

მსოფლიოში ყველაზე დიდი კურდღელი "საიმონი"
The Telegraph-ის ცნობით, კურდღელი სახელწოდებით საიმონი, თვითმფრინავით მგზავრობისას გარდაიცვალა.
საიმონი დიდი ბრიტანეთიდან შეერთებულ შტატებში მიფრინავდა, სადაც მისთვის "მსოფლიოს ყველაზე დიდი კურდღლის" სტატუსი უნდა მიენიჭებინათ.
კურდღლის მეპატრონის თქმით, ცხოველს არაერთხელ უმგზავრია თვითმფრინავით, ამიტომაც გამორიცხავს ფაქტს, რომ საიმონმა ცაში ყოფნას ვერ გაუძლო.
ვეტერინარების თქმით კი, კურდღელი თვითმფრინავში ასვლამდე გასინჯეს და ის ჯანმრთელი იყო. საიმონი გარდაცვლილი მაშინ აღმოაჩინეს, როდესაც თვითმფრინავი ჩიკაგოს აეროპორტში დაჯდა.
United Airlines in new PR disaster, kills giant bunny rabbit on plane https://t.co/sVoiknawiw pic.twitter.com/XtbzYNd1Z8
— Thinker (@SmellTheTea) April 25, 2017





