imedi
მოსკოვის იაპონურ რესტორანში შეფმზარეულმა კლიენტს ესროლა
ტაბლოიდი

მოსკოვის ჩრდილო-აღმოსავლეთით, იაპონურ რესტორანში კლიენტს, რომელმაც ანტისანიტარიის გამო შენიშვნა გამოთქვა, შეფმზარეულმა ესროლა. დღეს მომხდარ ამ ინციდენტს ქალაქის ახალი ამბების სააგენტო “Москва“ აშუქებს.
წინასწარი ინფორმაციით, მზარეულმა უკმაყოფილო სტუმარი ქუჩაში გაიყვანა, ამოიღო პნევმატური პისტოლეტი და გაისროლა. დაზარალებული თავდამსხმელის კუთვნილი ავტომანქანის, Audi A6-ის საბარგულზე ახტა, მაგრამ ჩამოვარდა.
საბოლოოდ, კლიენტი საავადმყოფოში ხელის მოტეხილობით და სხვა დაზიანებებით წაიყვანეს. რაც შეეხება, მზარეულს, მის მიმართ გამოძიება ხულიგნობის მუხლით დაიწყო. ის გაუსვლელობის ხელწერილით გაათავისუფლეს.





