ელისაბედ მეორემ დღეს 91-ე დაბადების დღე აღნიშნა
ტაბლოიდი

ელისაბედ II
ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ მეორე დღეს 91 წლის გახდა. მონარქის პატივსაცემად, ლონდონის გაიდ-პარკში, თაუერსა და უინძორების სასახლესთან მდებარე პარკში საზეიმო სროლები გაისმა.
ბუკინგემის სასახლის ოფიციალურ Twitter-ზე მომავალი დედოფლის ნათლობის ფოტო გამოაქვეყნეს. 1926 წლის ფოტოზე ის ხელში დედას ჰერცოგინია ელისაბედს უჭირავს.
Queen Elizabeth II pictured at just one month old at her christening – 91 years ago#HappyBirthdayHerMajesty #Queenat91 pic.twitter.com/QqrgZCQL1U
— The Royal Family (@RoyalFamily) April 21, 2017
უელსის პრინცის რეზიდენციის გვერდზე კი 1952-წლის ფოტო გამოაქვეყნეს, სადაც ელისაბედ მეორე შვილთან ერთადაა.
To mark The Queen's 91st birthday, we are sharing this photo from 1952 of Her Majesty and The Prince of Wales. #HappyBirthdayHerMajesty pic.twitter.com/ednBFygYue
— Clarence House (@ClarenceHouse) April 21, 2017
მისი სამეფო უდიდებულესობა დედოფალი ელისაბედ მეორე უინძორი, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მმართველი დედოფალი და სახელმწიფოს მეთაური, ტახტზე 1953 წლის 2 ივნისს ავიდა. ჰერცოგ ფილიპისგან მას ოთხი შვილი: ჩარლზი, ანა, ენდრიუ და ედუარდი ჰყავს.





