პანკისში ქალი საარჩევნო უბანზე ბატკანთან ერთად მივიდა 🐏 ვიდეო
ტაბლოიდი

პანკისი
ფოტო: კახა კუპატაძე
პანკისის ხეობის სოფელ ომალოს 24-ე საარჩევნო უბანზე ერთ-ერთი ადგილობრივი დანო თურქოშვილი მივიდა და კომისიის წევრებს კექსი და ყვავილები გადასცა. თურქოშვილს თან ბატკანი ახლდა.
საჩუქრების გადაცემის შემდეგ თურქოშვილმა კომისიის წევრებს ლექსიც წაუკითხა. განმარტა, რომ კექსი კომისიის წევრებს რამადანის მარხვის გამო მიუტანა.



საკრებულოს შუალედური არჩევნები პანკისში დილიდან მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.
დღეს საქართველოში მერების რიგგარეშე და საკრებულოს შუალედური არჩევნებია. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 410 საარჩევნო უბანზე 402 091 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
19 მაისის არჩევნებზე მონაწილე საარჩევნო სუბიექტების მიერ რეგისტრირებულია დაკვირვების უფლების მქონე 6 556 წარმომადგენელი.





