19 აპრილი 2017, 00:24
თახვმა ფერმიდან 150 ძროხა გაიტყუა
ტაბლოიდი
გაზიარება
კანადის სამხრეთით მდინარის თახვმა საძოვრიდან 150 ძროხა წაიყვანა - გადმოსცემს CBC. შემთხვევის ამსხველი ვიდეო Facebook-ზე ნახირის პატრონმა, ადრიენა აივიმ ატვირთა.
მისი თქმით, ფერმაში ცხოველის გამოჩენამ ახალგაზრდა ხბოებში წარმოუდგენელი რეაქცია გამოიწვია. 150 ძროხა გაჰყვა მღრღნელს და მიატოვა რანჩო.
ფერმის პატრონებმა მალე აღმოაჩინეს დანაკარგი და საქონელი უკან დააბრუნეს.
როგორც აივიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, უშობელი ძროხები ძალიან ცნობისმოყვარეები არიან და ამიტომაც თახვის ვიზიტი მათთვის მასობრივ მსვლელობად გადაიქცა.





