imedi
მსოფლიოს უხუცესის ტიტულს ახალი პრეტენდენტი ჰყავს
ტაბლოიდი
მსოფლიოს უხუცესის ტიტულისთვის ბრძოლა გრძელდება. Metro-ს ცნობით, ყველაზე ასაკოვანი ადამიანი არა El Pais-ის მიერ დასახელებული 115 წლის ანა ბელა, არამედ 117 წლის იამაიკელი ვაიალეტ მოს ბრაუნია.
ვაიალეტ ბრაუნი 1900 წლის 10 მარტს იამაიკაზე დაიბადა. 2010 წელს, მან ინტერვიუ მისცა ადგილობრივ გაზეთს, რომელშიც მისი ხანგრძლივი სიცოცხლის "საიდუმლოზე" ლაპარაკობს. ბრაუნის თქმით, ის არ მიირთმევს ღორისა და ქათმის ხორცს და, ასევე, არ სვამს რომს. ვაიალეტ ბრაუნის შესახებ ინფორმაცია Twitter-ზე იამაკის პრემიერმინისტრმაც გამოაქვეყნა.
The world's oldest human is Jamaican Violet Brown, who was born on March 10, 1900. Congrats Violet. pic.twitter.com/AnjXdHK1Kz
— Andrew Holness (@AndrewHolnessJM) April 15, 2017
რამდენიმე დღის წინ მსოფლიოს უხუცესი ადამიანი, იტალიელი ემა მორანო 117 წლისა გარდაიცვალა.





