imedi
უნიტაზში ხელგაჭედილი ქალი მაშველებმა იხსნეს
ტაბლოიდი
სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა უნიტაზში ხელგაჭედილი ქალი გასაჭირიდან იხსნეს. ინფორმაციას Mirror ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, გრესი ჰანდერსონს ხელი მას შემდეგ გაეჭედა უნიტაზში, რაც მის გაწმენდას შეეცადა. იმისთვის, რომ დაგუბებული სითხე საკანალიზაციო მილებში წასულიყო, შესაბამისი დგუში სჭირდებოდა, რაც გრესის არ ჰქონდა. ამიტომ გადაწყვიტა ხელით გადაეჭრა პრობლემა.
გრესის გადაწყვეტილება წარუმატებელი აღმოჩნდა. მას ხელზე საათი ეკეთა, რომელიც უნიტაზის უბეს გამოედო და ხელი ვეღარ გაამოძრავა. მის გასათავისუფლებლად სამაშველო სამსახურის გამოძახება გახდა საჭირო. ამ ყველაფრის ვიდეოზე დაფიქსირება მისმა შვილმა გადაწყვიტა.





