15 აპრილი 2017, 18:06
imedi
ტუნისის ფეხბურთის კლუბის პრეზიდენტს სამუდამო დისკვალიფიკაცია მისცეს
ტაბლოიდი
ტუნისი
გაზიარება
ტუნისის ფეხბურთის ფედერაციამ სამუდამო დისკვალიფიკაცია მისცა კლუბ Sfaxien-ის პრეზიდენტს მონსეფ ჰემაჰემს (Moncef Khemakhem), აგრესიული საქციელის გამო, რომელიც მან მსაჯის მიმართ გამოავლინა, იუწყება გაზეთი Marca.
ინციდენტი მატჩის დროს მოხდა Sfaxien-სა და Etoile du Sahel შორის, საკამათო 11-მეტრიანი დარტყმის დროს. Khemakhem მოედანზე გამოვიდა ჯერ მსაჯს აკოცა, მერე კი ყურზე უკბინა.
ტუნისის ფეხბურთის ფედერაციამ ეს საქციელი აგრესიულად მიიჩნია და მას სამუდამოდ აუკრძალა ნებისმიერი საქმიანობა, რაც ფეხბურთს უკავშირდება. გარდა ამისა, ის 12 ათასი დოლარით დააჯარიმეს.





