imedi
ჩინელ „ჰაიზენბერგს“ ნარკოტიკების დამზადებისთვის სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს
ტაბლოიდი

ჩინელ ქიმიის პროფესორს სამუდამო პატიმრობა იატაკქვეშა ნარკოიმპერიის შექმნისთვის მიესაჯა. ინფორმაციას ამის შესახებ, The South China Morning Post-ი აქვეყნებს.
კაცი გვარად ჩანი, თანამზრახველთან ერთად ნარკოტიკების დამზადებასა და გაყიდვაში ყოველწლიურად 4 მილიონ (580 000 დოლარი) იუანს იღებდა. თანამზრახველს, მომავალი 2 წლის ვადაში, სიკვდილით დასჯა შეეფარდა.
გამოცემის ცნობით, ჩანმა ავსტრალიაში ფსიქოტროპული პრეპარატების პოპულარობის შესახებ გაიგო. 2005 წელს მან დაარსა კომპანია, რომელიც გამათეთრებლებსა და სამედიცინო პრეპარატებს აწარმოებდა. სინამდვილეში, კი ის დაახლოებით ასი კილოგრამის ოდენობის მეტილონს (სინთეტიკური ფსიქოსტიმულატორი) ამზადებდა და ყიდდა უცხოეთში ბიტკოინების გადახდის მეთოდით.
გამოცემა წერს, რომ ჩანის ისტორია ძალიან ჰგავს სერიალ Breaking Bad-ის სიუჟეტს, სადაც მთავარი გმირი ქიმიის მასწავლებელი უოლტერ უათი ტოვებს სამსახურს და ხდება ნარკოტიკების დამმზადებელი სახელად - „ჰაიზენბერგი“.





