imedi
რუსი დიპლომატი ბრიტანეთის ელჩს: თვალებს ნუ მარიდებ! არ გაბედო რუსეთის შეურაცხყოფა!
ტაბლოიდი

ვლადიმერ სოფრონკოვი
გაერო-ში რუსეთის წარმომადგენლის მოადგილე ვლადიმერ სოფრონკოვი ბრიტანეთისა და აშშ-ის წარმომადგენლების განცხადებამ გააღიზინა, რომლებმაც მოსკოვი გაერო-ს უშიშროების საბჭოში ვეტოს უფლების „ბოროტად გამოყენებაში“ დაადანაშაულეს. ამ განცხადებას რუსეთის წარმომადგენელმა აგრესიულად უპასუხა.
„საქმე ის არის, რომ თქვენ შეგეშინდათ, ძილი დაკარგეთ იმაზე ფიქრით, რომ ჩვენ შეერთებულ შტატებთან ვითანამშრომლებთ. ამის გეშინიათ თქვენ! ყველაფერს აკეთებთ იმისთვის, რომ ეს თანამშრომლობა ჩაშლოთ. მე შემხედე, თვალებს რატომ მარიდებ? სხვაგან რატომ იყურები?!. სულ აიბენით ამ თქვენს ანტირეჟიმულ იდეებში... ბატონო რაიკროფტ (ბრიტანეთის წარმომადგენელი გაეროში), დღეს შენ ლაპარაკობდი დღის წესრიგის დარღვევით, შეურაცხყოფას აყენებდი სირიას, ირანს, თურქეთს და სხვა სახელმწიფოებს. ბატონო თავჯდომარევ, გთხოვთ ყურადღება მიაქციოთ სხდომის მიმდინარეობას, როდესც ზოგიერთები უპასუხისმგებლოდ იქცევიან და შეურაცხყოფას აყენებენ თავის ადგილს უშიშროების საბჭოში. მეტჯერ აღარ გაბედო რუსეთის შეურაცხოფა!", - თქვა მან.





