ველური ცხენი ფლორიდის ნაკრძალში ალიგატორს თავს დაესხა
ტაბლოიდი
აშშ
ველური ცხენი თავს დაესხა ალიგატორს აშშ-ში, ფლორიდის შტატის ერთ-ერთ ნაკრძალში. ვიდეო ერთ-ერთმა თვითმხილველმა Facebook-ზე ატვირთა, შემდეგ ის Youtube-ზეც მოხვდა.
კადრებში კარგად ჩანს, რომ ერთ-ერთი ცხენი, რომელიც მინდროზე ძოვდა, მოულოდნელად მივარდა ნიანგს და ჩლიქებით რტყმევა დაუწყო. უნდა ითქვას, რომ ტურისტები ალიგატორზე უფრო ღელავდდნენ, ვიდრე ცხენზე. "თავი დაანებე", - უთხრა ცხენს ერთ-ერთმა თვითმხილველმა.
სოცქსელში ვიდეო 583 ათასმა ადამიანმა ნახა.
<iframe src="https://www.facebook.com/plugins/video.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2FKrystalMBerry%2Fvideos%2F10101716579837591%2F&show_text=0&width=560" width="560" height="315" style="border:none;overflow:hidden" scrolling="no" frameborder="0" allowTransparency="true" allowFullScreen="true"></iframe>





