imedi
პორნოს საყურებლად პატიმრებმა კომპიუტერი შექმნეს
ტაბლოიდი

შტატ ოჰაიოს სასჯელ-აღსრულების დაწესებულებაში, ორმა პატიმარმა, ინტერნეტში პორნოს საყურებლად ხელნაკეთი კომპიუტერები შექმნა. ინფორმაციას Fox News ავრცელებს.
პატიმრებმა ადამ ჯონსონმა და სკოტ სპრიგსმა ძველი კომპიუტერებისგან მოიპარეს ის ტექნიკური ნაწილები, რომლებიც ახალი პერსონალური კომპიუტერის შექმნისთვის იყო საჭირო. პატიმრები მათ მიერ შექმნილ კომპიუტერებს ჭერში მალავდნენ.
პერსონალური კომპიუტერების შექმნის შემდეგ, პატიმრებმა მოახერხეს კაბელის მოძებნვა, რომლითაც ციხის ინტერნეტს დაუკავშირდნენ. რაც შეეხება ქსელში შესვლისთვის აუცილებელ პაროლსა და იუზერს, პატიმრებმა ციხის ერთერთი თანამშრომლის მონაცემები მოიპარეს.
ციხის ადმინისტრაციის ანგარიშის თანახმად, პატიმრები მათ მიერ შექმნილ კომპიუტერებს როგორც ფილმების, სერიალების, პორნოსა და საინფორმაციო სტატიებისთვის იყენებდნენ, ასევე, ერთ-ერთი ვებგვერდის მეშვეობით იარაღისა და ნარკოტიკების დამზადების ტექნოლოგიებს სწავლობდნენ.
ანგარიშის თანახმად, ციხის ადმინისტრაციის თანამშრომელთა ნაწილმა იცოდა პატიმრების ქმედების შესახებ, მაგრამ ინფორმაციას არ ახმაურებდნენ. ციხის უფროსი თანამდებობიდან გადადგა.





