გორდონ რამსი შვილებს ას მილიონად შეფასებულ მემკვიდრეობას არ დაუტოვებს
ტაბლოიდი

გორდონ რამსი
ბრიტანელმა შეფ-მზარეულმა და ტელეწამყვანმა გორდონ რამსიმ განაცხადა, რომ შვილებს, მის მიერ დაგროვილ 100 მილიონ დოლარს არ დაუტოვებს. ამის შესახებ გამოცემა The Telegraph-ი წერს.
„ისინი ასეთ მემკვიდრეობას ნამდვილად არ მიიღებენ. განა იმიტომ, რომ ასეთი ბოროტი ვარ. ეს მხოლოდ იმისთვის, რომ არ გაფუჭდნენ“, - თქვა რამსიმ. მისი თქმით ის და მისი მეუღლე, შვილებისთვის 25%-იან დეპოზიტის დატოვებას აპირებენ.
შეფ-მზარეული ამბობს, რომ ფული მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არ არის და ცდილობდა შვილებიც ამ გაგებით აღეზარდა. რამსიმ აღიარა, რომ შვილები ისეთ ფუფუნებაში არ ჰყავს, როგორც თვითონ ცხოვრობს. მაგალითად, შვილები მშობლებთან ერთად პირველი კლასის თვითმფრინავით არ მიფრინავენ. „მათ არ უწვალიათ, რომ ეს დაიმსახურონ. მუხლჩაუხრელად ვიშრომე იმისთვის, რომ რაც შეიძლება ახლოს ვყოფილიყავი პილოტთან“, - განაცხადა გორდონ რამსიმ.





