მადრიდის „რეალს“ დროებით სანტიაგო სოლარი გაწვრთნის
სპორტი

სანტიაგო სოლარი
ფოტო: Facebook
მადრიდის "რეალის" ახალ მთავარ მწვრთნელად კლუბის ყოფილი ფეხბურთელი, სანტიაგო სოლარი დაინიშნა, თუმცა მედია წერს, რომ ის კლუბის დროებითი მწვრთნელია. ინფორმაციას Fox Sport-ი ავრცელებს.
სანტიაგო სოლარი მოვალეობის შესრულებას უკვე შეუდგა. სწორედ მისი ხელმძღვანელობით ჩაატარებს მადრიდის "რეალი" მატჩებს "მელილასთან", "ვალიადოლიდთან", "ვიქტორია პლზენთან" და "სელტასთან".
მანამდე სამეფო კლუბს ხულენ ლოპეტეგი წვრთინდა, თუმცა "ელ კლასიკოში" განცდილი მარცხის შემდეგ, ის დაითხოვეს.
28 ოქტომბერს „რეალი“ „ბარსელონასთან“ ანგარიშით 1:5 დამარცხდა. ეს ბოლო 11 წლის განმავლობაში პირველი ელ-კლასიკო იყო, რომელიც ლიონელ მესის და კრიშტიანუ რონალდუს გარეშე ჩატარდა.




