13 ოქტომბერი 2018, 21:53
საქართველოს ნაკრებმა ანდორა 3:0 დაამარცხა
სპორტი

ფოტო: youtube
გაზიარება
თბილისის ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე უეფას ერთა ლიგის მატჩში საქართველოსა და ანდორის ეროვნულ გუნდებს შორის შეხვედრა საქართველოს ნაკრების გამარჯვებით დასრულდა.
ქართველებმა მეტოქეს 3:0 მოუგეს.
ანგარიში პირველ ტაიმში 33-ე წუთზე ვაკო ყაზაიშვილმა გახსნა, რომელმაც მეორე ტაიმში დუბლი შეასრულა. დამატებითი დროის ბოლოს წამებზე კაკაბაძის გადაცემის შემდეგ, მესამე გოლი კანკავამ თავით გაიტანა. სრული მატჩის გმიმდინარეობისას, მოედანზე თამაშის უპირატესობას საქართველოს ნაკრები ფლობდა.




