ქართველმა კალათბურთელებმა სლოვენიის ნაკრებთან თამაშზე საცობის გამო დააგვიანეს
სპორტი

ფოტო: shutterstock.com
არგენტინის დედაქალაქ ბუენოს აირესში ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები მიმდინარეობს, რომელშიც საქართველოს ნაკრებიც მონაწილეობს. საქართველოს საკალათბურთო ნაკრების სტარტი მოულოდნელად დაიწყო. საქართველოს ნაკრები სლოვენიის წინააღმდეგ სათამაშოდ არ გამოცხადდა. როგორც სპორტული ამბების მიმოხილვისას, დიმა ობოლაძემ განაცხადა, მიზეზი ცოტა ხნის წინ გაირკვა.
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის, ლერი ხაბელოვის განცხადებით, ქართველმა კალათბურთელებმა ავტობუსს ვერ მიუსწრეს და შესაბამისად, დაგვიანების გამო, ტექნიკური წაგება ჩაეთვალათ. მეორე თამაშზე ქართველები იორდანიას დაუპირისპირდნენ და 24:4 დაამარცხეს.
„ძალიან შორს არის ოლიმპიური სოფელი იმ ადგილიდან, სადაც თამაშები იმართება. ვერ განსაზღვრეს გრაფიკი, რადგან სამუშაო დღეების გამო ტრანსპორტის მოძრაობა გადატვირთული იყო. ავტობუსიც გრაფიკით დადის და ჩვენმა კალათბურთელებმა ეს ვერ განსაზღვრეს,- განაცხადა ხაბელოვმა.
სამი სამზე კალათბურთში ოლიმპიადაზე სულ 20 ქვეყნის ნაკრები გამოდის.





