11 აპრილი 2018, 11:08
ნათია გაბოძე
საფეხბურთო კლუბი „სამტრედია“ მთავარმა მწვრთნელმა დატოვა
სპორტი

უჩა სოსიაშვილი
ფოტო: facebook
გაზიარება
საფეხბურთო კლუბი „სამტრედია“ მთავარმა მწვრთნელმა უჩა სოსიაშვილმა დატოვა. კლუბის Facebook-გვერდზე განთავსებული ინფორმაციით, მთავარმა მწვრთნელმა და ასისტენტმა თამაზ სამხარაძემ გუნდი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე დატოვეს.
გუნდში უჩა სოსიაშვილს ბადრი კვარაცხელია ჩაანაცვლებს, ასისტენტი კი ლევან ჯოხაძე იქნება. ასევე შეიცვალა მეკარეების მთავარი მწვრთნელი, ამ პოსტს არჩილ ღურწკაია დაიკავებს.
საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ლიგის ხუთი ტურის მონაცემებით, საფეხბურთო კლუბი „სამტრედია“ სამი ქულით ბოლო, მეათე ადგილს იკავებს.





