29 ნოემბერი 2026, 21:24
საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ნაკრებმა პორტუგალია 92:78 დაამარცხა
სპორტი

ფოტო: საქართველოს კალათბურთის ფედერაცია
გაზიარება
საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ნაკრებმა პორტუგალია 92:78 დაამარცხა.
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა 2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის მეორე ეტაპის ფარგლებში პორტუგალიას უმასპინძლა.
თამაში თბილისში, ქორქიას და ჯორჯიკიას სახელობის თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართა.
ჯგუფში საქართველოს, უკრაინასა და ესპანეთს 6-6 მოგება ჰქონდათ, პორტუგალია კი 5 გამარჯვებით მეოთხე პოზიციაზე იყო. ამ გამარჯვებით ეროვნულმა ნაკრებმა პორტუგალიელებს 2 მოგებით გაუსწრეს. ფინალურ ეტაპზე ჯგუფში 3 საუკეთესო გუნდი გადავა.





