თორნიკე შენგელია „ვირტუს ბოლონიის“ დიდების დარბაზში შეიყვანეს
სპორტი

ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი
თორნიკე შენგელია „ვირტუს ბოლონიის“ დიდების დარბაზში შეიყვანეს. ქართველ კალათბურთელს იტალიური კლუბის გულშემატკივრებმა განსაკუთრებული დახვედრა მოუწყვეს. მატჩის დაწყებამდე საქართველოს ნაკრების კაპიტანს სიმბოლური საჩუქარი გადასცეს, ტრიბუნებიდან კი მას ოვაციით შეხვდნენ.
შენგელია „ვირტუს ბოლონიის“ ღირსებას 2022-2025 წლებში იცავდა და კლუბის ისტორიაში მნიშვნელოვანი კვალი დატოვა. რაც შეეხება თამაშს, ევროლიგის მე-10 ტურის მატჩში „დუბაიმ“ „ბოლონია“ 93-75 დაამარცხა. შენგელიამ პარკეტზე 23 წუთი გაატარა და საკუთარ გუნდს 14 ქულა, 3 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება შესძინა. ქართველმა ექვსიდან ხუთი ორქულიანი, ერთი სამქულიანი და ერთი საჯარიმო ჩააგდო. „დუბაის“ 7 მოგება და 3 მარცხი აქვს და სატურნირო ცხრილში მეექვსე ადგილზე იმყოფება.





