სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ სომხეთის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს, ჟანა ანდრეასიანს უმასპინძლა
სპორტი

ფოტო: სპორტის სამინისტრო
საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ სომხეთის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს, ჟანა ანდრეასიანს უმასპინძლა. მინისტრებმა საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის სპორტის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს.
შალვა გოგოლაძემ და ჟანა ანდრეასიანმა ორ ქვეყანას შორის მაღალი მიღწევებისა და მასობრივი სპორტის მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერებაზე იმსჯელეს. ხაზი გაესვა სპორტული მედიცინისა და სპორტის მეცნიერების მიმართულებით გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობასაც. საუბარი ასევე შეეხო 2029 წელს FIFA-ს 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატსაც, რომელსაც საქართველო და სომხეთი ერთობლივად უმასპინძლებენ.




