18 აგვისტო 2026, 09:51
ლაგოდეხში, საქართველოს ფეხბურთის ეროვნული და კახეთის რეგიონული ფედერაციების ორგანიზებით, რიგით მესამე ტრადიციული ტურნირი ჩატარდა
სპორტი

ფოტო: Imedi/ვიდეოკადრი
გაზიარება
ლაგოდეხში, საქართველოს ფეხბურთის ეროვნული და კახეთის რეგიონული ფედერაციების ორგანიზებით, რიგით მესამე ტრადიციული ტურნირი ჩატარდა, სადაც ადგილობრივ გუნდებთან ერთად, უზბეკეთისა და ტაჯიკეთის ბავშვთა საფეხბურთო აკადემიების კლუბებიც მონაწილეობდნენ.
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ბაზაზე გამართულ ღონისძიებაში 29 გუნდი მონაწილეობდა. საფეხბურთო ფორუმში წარმატებით იასპარეზეს გურჯაანის სპორტული გაერთიანების გუნდებმა. გამარჯვებულებს და პრიზიორებს, მედლები, სიგელები და სამახსოვრო თასები გადასცეს.




