16 ივლისი 2026, 09:27
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ეროვნული ნაკრების წევრებმა უნგრეთის სარეიტინგო ტურნირის პირველ საშეჯიბრო დღეს 4 მედალი მოიპოვეს
სპორტი

ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი
გაზიარება
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ეროვნული ნაკრების წევრებმა უნგრეთის სარეიტინგო ტურნირის პირველ საშეჯიბრო დღეს 4 მედალი მოიპოვეს. უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში დღეს სტარტი აიღო 2026 წლის რიგით IV სარეიტინგო სერიამ. ასპარეზობა თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შორის 6 წონით კატეგორიაში გაიმართა.
ჩემპიონი 86კგ წონით კატეგორიაში ვლადიმერ გამყრელიძე გახდა, ვერცხლის მედლები რობერტ დინგაშვილმა და აკაკი ქემერტელიძემ მოიპოვეს, ხოლო ბრინჯაო თორნიკე სამხარაძის ანგარიშზეა.





