15 ივლისი 2026, 10:08
მსოფლიო ჩემპიონატის მეორე ფინალისტი დღეს გაირკვევა
სპორტი

ფოტო: FIFA
გაზიარება
ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში დღეს ერთმანეთს ინგლისისა და არგენტინის ნაკრებები დაუპირისპირდებიან. შეხვედრა ჯორჯიაში, ატლანტას სტადიონზე გაიმართება და თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
ტურნირის ფინალის პირველი მონაწილე ესპანეთისა და საფრანგეთის მატჩში გაირკვა, რომელშიც ესპანელებმა ანგარიშით 2:0 გაიმარჯვეს.
მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი 19 ივლისს გაიმართება. ნახევარფინალში დამარცხებული გუნდები კი მესამე ადგილისთვის 18 ივლისს იბრძოლებენ.




