08 ივლისი 2026, 14:43
სპორტის სამინისტრომ წყალსათხილამურო სპორტის ფედერაციას საერთაშორისო სტანდარტების ორი ახალი კატარღა გადასცა
სპორტი

ფოტო: IMEDI/კადრი
გაზიარება
სპორტის სამინისტრომ წყალსათხილამურო სპორტის ფედერაციას საერთაშორისო სტანდარტების ორი ახალი კატარღა გადასცა.
24-26 ივლისს ფოთში, ოქროს ტბაზე წყალსათხილამურო სპორტში 2026 წლის ევროპისა და აფრიკის ჩემპიონატი ჩატარდება და ახალი ინვენტარი ფედერაციას ამ ტურნირისთვის გადაეცა. კატარღების პირველ საცდელ გაცურვას სპორტის მინისტრი დაესწრო.




