03 ივლისი 2026, 09:17
ესპანეთმა ბელგია მარტივად დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის 1/8 ფინალში გადავიდა
სპორტი

ფოტო: FIFA
გაზიარება
ესპანეთის ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის 1/32 ფინალში ბელგიის ეროვნულ გუნდს ანგარიშით 3:0 სძლია და 1/8 ფინალში გავიდა.
შეხვედრა ესპანელების სრული უპირატესობით წარიმართა. მატჩის 36-ე წუთზე მიკელ ოიარსაბალმა ანგარიში გახსნა და ესპანელები წინ გაიყვანა. 66-ე წუთზე ესპანელთა მარჯვენა მცველმა პედრო პორომ სხვაობა ორამდე გაზარდა.
მატჩის მიწურულს, 89-ე წუთზე თავი კვლავ ოიარსაბალმა გამოიჩინა და საბოლოო ანგარიში ტაბლოზე 3:0 დააფიქსირა.





