03 ივლისი 2026, 00:37
ლუკა ლოჩოშვილმა კონტრაქტი „კიოლნთან“ გააფორმა
სპორტი

ლუკა ლოჩოშვილი
ფოტო: Facebook
გაზიარება
ლუკა ლოჩოშვილმა „კიოლნში“ სამედიცინო შემოწმება გაიარა და ბუნდესლიგის გუნდის მოთამაშე გახდა. საქართველოს ნაკრებისა და „ნიურნბერგის“ ყოფილი წევრის შესახებ ინფორმაციას Geo Team-ი ავრცელებს.
საფეხბურთო პორტალის ცნობით, 28 წლის მცველმა გერმანიის მთავარი საფეხბურთო ლიგის კლუბთან 3-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.
ლოჩოშვილს უთამაშია საქართველოს ყველა ასაკობრივ (17, 19, 21-წლამდელთა) ნაკრებებში. 2021 წლის სექტემბერში ეროვნულ ნაკრებში სადებიუტო მატჩი ჩაატარა. იყო ევრო 2024-ის მონაწილე.





